შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ადამიანების სულებს უნივერსიტეტის ეზოში პატივი მიაგეს. მდუმარე აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი , სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.