შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია შესაბამის ფაკულტეტებზე დაიწყება 7 სექტემბრიდან და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე:

ზუგდიდი, ჯანაშიას №14; ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათ-კვირის გარდა
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). ბ)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - (ატესტატის) დედანი;

 გ)  სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
დ)  2 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD)

ე) სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სოციალურად დაუცველი, დევნილი...)

ვ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი ქვითარი ბანკიდან. (ანგარიშის ნომრის მისაღებად გთხოვთ მობრძანდეთ სასწავლო უნივერსიტეტში ზემოაღნიშნულ მისამართზე შესაბამის ფაკულტეტებზე).

გისურვებთ წარმატებას!