სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას. 2015 წლის ოქტომბერში განხორციელდება სტაჟიორთა მესამე ნაკადის მიღება.იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემდეგ ნაკადში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ვისაც უკვე დახურული აქვს მინიმუმ 6 სემესტრი), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და 2013, 2014 და 2015 წლის ნებისმიერი საფეხურის კურსდამთავრებულებს, ვისაც აქვს GPA 3.0 და მეტი ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მინიმუმ B (81-90% - ძალიან კარგი). 

საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნით, წელს რეგისტრაციის წესები შეცვლილია: სტაჟირებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტს უნდა მისცენ წერილობითი თანხმობა, რომ მათი მონაცემები გადაეცეს საჯაროს სამსახურის ბიუროს. ამიტომ, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ა.წ. 11 სექტემბრის 18:00  საათამდე უნდა გამოცხადდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილებაში და შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული  ფორმა. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 

ვებ-გვერდი: stajireba.gov.ge

ან დაუკავშირდით პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ:  2197755,  ელ- ფოსტა: 

info@csb.gov.ge