2015-2016 სასწავლო წლისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის, სასპეციალიზაციო გამოცდის ვადების,  სამაგისტრო სასპეციალიზაციო საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიების შექმნის   შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,    „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“, „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესისა“ და სასწავლო-სამეცნიერო სამსახურის უფროსის დ. ბერანძის მიერ წარმოდგენილი პროექტის გათვალისწინებით

                                                        ვბრძანებ

  1. 2015-2016 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვროს 2015 წლის  5 სექტემბრიდან    2015 წლის  19 სექტემბრამდე (ჩათვლით).
  2. მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში იწარმოოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესის“ შესაბამისად.
  3. 2015–2016 სასწავლო წელს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდეს 2015 წლის 21 სექტემბერს.
  4.  
  5. განისაზღვროს  2015–2016 სასწავლო წელს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგებზე საპრეტენზიო განცხადებების წარდგენის პერიოდი  მიმდინარე სასწავლო წლის 22 სექტემბრიდან  26 სექტემბრამდე (ჩათვლით).
  6.  
  7. დაევალოს საინფორმაციო ცენტრს ინფორმაციის განთავსება სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  9. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს სასწავლო-სამეცნიერო სამსახურს, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობისა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს, საინფორმაციო ცენტრს.
  10. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მისამართზე: თბილისი, უზნაძის 52.

 

 

 

თეონა ხუფენია

რექტორი