პროფესიულ (სახელობო საგანმანათლებლო)     პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 17 ოქტომბრამდე სასწავლო–სამეცნიერო სამსახურში ყოველდღე კვირის გარდა 9.30სთ.–დან  17.30სთ.–მდე.

რეგისტრაციისთვის  წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
  2. ორი ფოტოსურათი;
  3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი) ორიგინალი;
  4. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 აგვისტოს №227 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  6. დაბადების მოწმობის ასლი.

 

გასაუბრება (ტესტირება) ჩატარდება 2010 წლის 18–19 ოქტომბერს.