2010 წელს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასპეციალიზაციო გამოცდების ჩაბარების მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 12 სექტემბრიდან 2010 წლის 23 სექტემბრამდე სასწავლო–სამეცნიერო სამსახურში ყოველდღე კვირის გარდა 9.30სთ.–დან  17.30სთ.–მდე.

სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2010 წლის 25 სექტემბერს.

სასპეციალიზაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განაცხადის ფორმა (ივსება ადგილზე)
  2. პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
  3. ორი ფოტოსურათი;
  4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ;
  5. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ხოლო მის გაცემამდე საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;