მიმდინარეობს საიტის განახლება
13.10.2022 ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე!..

2022 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 339 პროფესიული სტუდენტი. მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად იზრდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩართულობის მსურველთა რიცხვი, რაც უზრუნველყოფს კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მატებას.

10.10.2022 საჯარო ლექცია “ღირებულებებით ხელმძღვანელობა ცვლილებების განხორციელებისას: ლიდერობა ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით”

2022 წლის 11 ოქტომბერს 16:00 საათზე  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში  ღასან ხალილი   საჯარო  ლექციას ჩაატარებს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თემაზე:  “ღირებულებებით ხელმძღვანელობა ცვლილებების განხორციელებისას: ლიდერობა ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით”.

 

03.10.2022 ვაცხადებთ ქართველი, მოლდაველი და უკრაინელი სტუდენტების განაცხადების მიღებას ზამთრის სკოლაში„ახალგაზრდობა ახალი რეალობის პირისპირ - პერსპექტივიდან წევრობამდე“

ზამთრის სკოლა ჩატარდება 3-7 დეკემბერს, საქართველოში, კახეთის რეგიონში. მისი ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ეგერია სოლუშენს (საქართველო) კონრად ადენაუერის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით.

01.10.2022 უნივერსიტეტი 7 ოქტომბერს გიწვევთ კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონიალზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 7 ოქტომბერს გიწვევთ კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონიალზე.

29.09.2022 აპლიკანტთა შერჩევის შემდგომი პროცესები..

პროფესიულ პროგრამებზე მისაღები ადგილების რაოდენობა და შესაბამისი რეიტინგული სიების ნახვა აპლიკანტებს შეუძლიათ ონლაინ ვებ-გვერდზე: – vet.emis.ge. 2022 წლის 29 სექტემბერიდან 30 სექტემბრის ჩაათვლით აუცილებელია ყველა აპლიკანტმა გააკეთოს არჩევანი, სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობისთვის. საბოლოო არჩევანის მონიშვნა დასრულდება 30 სექტემბერს 00:00 საათზე.

24.09.2022 უნივერსიტეტის შიდასამაგისტრო გამოცდების შედეგები:

გთხოვთ, იხილოთ ( ქვემოთ მოცემული ფაილები) შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შიდასამაგისტრო  გამოცდების შედეგები:

15.09.2022 მასწავლებლის მომზადების (ერთწლიან/60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!..
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  2022-2023 სასწავლო წელს  განხორციელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: 
.ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
01.09.2022 2022 წლის მიღების პროფესიულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

 იმ აპლიკანტებს, ვისაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება აქვთ ჩასაბარებელი, იხილეთ ინფორმაცია ლინკზე:   https://www.mes.gov.ge/content.php?id=13133&lang=geo&fbclid=IwAR0cqH5MafzvrhM-k8Wroauemt9c6dJ

23.08.2022 მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია - ზსსუ-ში

2022-2023 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით

22.08.2022 იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის შემოდგომის (მე-17) ნაკადზე რეგისტრაცია.

იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის შემოდგომის (მე-17) ნაკადზე რეგისტრაცია.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირობები:

Pages