08.11.2013 08.11.2013.სტუდენტთა საყურადღებოდ

იწყება შუალედური გამოცდები...

11  ნოემბრიდან  16  ნოემბრის  ჩათვლით  შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში  შუალედური  გამოცდები  იწყება.  საგამოცდო  ცხრილებზე  მიმართეთ შესაბამის დეკანატს.

 

25.10.2013 24.10.2013.აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთა საყურადღებოდ, რომლებმაც ჩააბარეს 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, ყველა საგანში გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე,  შემდეგ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამებზე:

03.10.2013 02.10.2013 კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსისა და კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის) მეოთხე საფეხურზე გადამსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსისა და კრიმინალისტის              (ფოტოდაქტილოსკოპისტის) მეოთხე საფეხურზე გადამსვლელთათვის პროფესიული ტესტირება ჩატარდება 3 ოქტომბერს 16 საათზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

19.09.2013 18.09.2013 საჯარო ლექცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

2014 წლის 4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ნონა კუპრეიშვილის წიგნის: „სიტყვის დეგუსტაცია“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი არის ნონა კუპრეიშვილის ლიტერატურული წერილების კრებული მიძღვნილი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის ქართული კრიტიკული თუ ლიტერატურული ცხოვრებისადმი.

16.09.2013 16.09.2013 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო Tempus-ისა და Erasmus Mundus პროექტებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო Tempus-ისა (სტუდენტური კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში) და Erasmus Mundus პროექტებში.

16.09.2013 16.09.2013 ბუნებრივი სულები: „გაგრძელება და ცვლილება“

მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენცია

ძვირფასო კოლეგებო,

უდიდესი სიამოვნებით გიწვევთ მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების, რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენციაზე: „ზებუნებრივი ძალები: გაგრძელება და ცვლილება“, ზუგდიდში, 2014 წლის 1-4 ოქტომბერს

04.09.2013 3.09.2013 უფასო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ!

ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, 13 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,  ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი’’ გამართავს ღია კარის დღეს,  სახელმწიფო უფასო პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხ ტესტირებასთან დაკავშირებით.

04.09.2013 3.09.2013 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ!

დაიწყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელთა რეგისტრაცია.

რეგისტრაციები წარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე

 

მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ 14

04.09.2013 3.09.2013 მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2013 წლის 14 სექტემბრამდე (ჩათვლით)

სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდა  ჩატარდება 16 სექტემბერს

სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდებზე საპრეტენზიო განცხადებების წარდგენის ვადა -20 სექტემბრამდე (ჩათვლით).

 

27.07.2013 27.07.2013 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ადმინისტრირების ვადები:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2013 წლის 30  ივლისიდან  8 აგვისტოს ჩათვლით;

Pages