15.03.2014 13.03.2014 სტუდენტური დღეები 2014

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 14 აპრილს გაიხსნება სტუდენტური დღეები  2014  ტრადიციულად  ღონისძიებით ,,ქართული სიტყვა’’.

26.11.2013 2013-2014 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები

       2013–2014 სასწავლო წელს  საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამებზე  

       ა)სასწავლო პროცესი დაიწყოს: 

       საშემოდგომო სემესტრისთვის  –– 2013 წლის 23   სექტემბერს  და დამთავრდეს 2014 წლის 15 თებერვალს,

19.11.2013 19.11.2013 მეორადი ჩარიცხვებით ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ

იმ სტუდენტებმა, რომელთაც მეორადი  ჩარიცხვების (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 15 ნოემბრის №889 ბრძანების) საფუძველზე მოიპოვეს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის უფლება დაუყოვნებლივ უნდა გაიარონ რეგისტრაცია უნივერსიტეტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:  591 32 42 42

 

15.11.2013 15.11.2013.კონკურსის გამოცხადება.

 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:

ჰუმანიტარული ფაკულტეტი

ქართული ფილოლოგიის  მიმართულება:

08.11.2013 08.11.2013.სტუდენტთა საყურადღებოდ

იწყება შუალედური გამოცდები...

11  ნოემბრიდან  16  ნოემბრის  ჩათვლით  შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში  შუალედური  გამოცდები  იწყება.  საგამოცდო  ცხრილებზე  მიმართეთ შესაბამის დეკანატს.

 

25.10.2013 24.10.2013.აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთა საყურადღებოდ, რომლებმაც ჩააბარეს 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, ყველა საგანში გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე,  შემდეგ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამებზე:

03.10.2013 02.10.2013 კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსისა და კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის) მეოთხე საფეხურზე გადამსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსისა და კრიმინალისტის              (ფოტოდაქტილოსკოპისტის) მეოთხე საფეხურზე გადამსვლელთათვის პროფესიული ტესტირება ჩატარდება 3 ოქტომბერს 16 საათზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

19.09.2013 18.09.2013 საჯარო ლექცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

2014 წლის 4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ნონა კუპრეიშვილის წიგნის: „სიტყვის დეგუსტაცია“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი არის ნონა კუპრეიშვილის ლიტერატურული წერილების კრებული მიძღვნილი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის ქართული კრიტიკული თუ ლიტერატურული ცხოვრებისადმი.

16.09.2013 16.09.2013 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო Tempus-ისა და Erasmus Mundus პროექტებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო Tempus-ისა (სტუდენტური კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში) და Erasmus Mundus პროექტებში.

16.09.2013 16.09.2013 ბუნებრივი სულები: „გაგრძელება და ცვლილება“

მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენცია

ძვირფასო კოლეგებო,

უდიდესი სიამოვნებით გიწვევთ მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების, რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენციაზე: „ზებუნებრივი ძალები: გაგრძელება და ცვლილება“, ზუგდიდში, 2014 წლის 1-4 ოქტომბერს

Pages