03.04.2011 2.04.2011 2010-2011 სასწავლო წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოცხადებისა და დოკუმენტების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რექტორის 20011 წლის 2 აპრილის N 01–01/09 ბრძანების საფუძველზე აცხადებს მიღებას 2010–2011 სასწავლო წელს I, II

28.03.2011 28.03.2011 ფილმის ჩვენება სასწავლო უნივერსიტეტში

29 მარტს 12 სთ–ზე საინფორმაციო ცენტრი "ნატოს შესახებ" სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აწყობს ფილმის ჩვენებას ავღანეთის თემაზე.

17.03.2011 16.03.2011 საბუთების მიღება პროფესიულ პროგრამებზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს საბუთების მიღებას 9 და 12 კლასდამათავრებულთათვის პროფესიულ პროგრამებზე:
დურგალი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, ექთნის თანაშემწე, ბუღალტერი, ვებსპეციალისტი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, ვეტერინალური დამუშავების ტექნიკოსი, მემცენარე, ზოოტექნიკოსი (მეცხოველე), მებოსტნე.

25.02.2011 25.02.2011 ზრდასრულთა პროფესიული გადამზადება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ადამიანის უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის“ ფარგლებში იწყებს პროფესიულ გადამზადებას სამშენებლო პროფესიაში – ,,დურგალი“. სწავლა დაიწყება 7 მარტს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: ჯანაშიას ქ. 14, ტელ: 893 944 252; 8215 5 62 15.

 

15.02.2011 მე–12 კლასელთა და აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, კოდით 097, აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე. ასევე ჩაატარებს მე–12 კლასელთათვის საატესტატო გამოცდებით გათვალისწინებულ საგნებში ლექციებს უნივერსიტეტის ბაზაზე.

მისამართი: ჯანაშია N14
ტელ.: 893 94 92 52

15.02.2011 მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

2010 – 2011 სასწავლო წლისათვის სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს განცხადებების რეგისტრაცია და პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენა შეგიძლიათ მიმდინარე სასწავლო წლის 7 – დან 17 თებერვლის ჩათვლით.

15.02.2011 აღდგენისა და შიდამობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2010 – 2011 სასწავლო წელს გაზაფხულის სემესტრში აღდგენის წესით ჩარიცხვის კანდიდატ და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე.

14.02.2011 მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

მობილობის წესით  ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გთხოვთ პირად საქმეში არსებული დოკუმენტების ქსეროასლები წარმოადგინოთ მიმდინარე სასწავლო წლის 16 თებერვლის ჩათვლით

25.01.2011 მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობის მსურველ სტუდენტთა მიღებას განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით. მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია www.nea.ge-ზე მიმდინარე წლის 8 თებერვლამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 893 944 252, 893 330 715, 877 763 274.
25.10.2010 კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ

Pages