მიმდინარეობს საიტის განახლება
18.04.2011 15.04.2011 სტუდენტური დღეები უნივერსიტეტში

15 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში სიყვარულის დღის აღსანიშნავად გაიმართა სტუდენტური დისკოთეკა

15.04.2011 14.04.2011 სტუდენტური დეღეები – 2011

14 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა სტუდენტური დღეები – 2011. სტუდენტებმა გაიმართეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი – ქართული ლექსის საღამო.

 

23.02.2011 21.02.2011 საქველმოქმედო აქცია

სსიპ შოთა მესხიასზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კონსტანტინე ბაგრატიონ მუხრანბატონის თერჯოლის იმედის სახლს საქველმოქმედო თანხა გადაურიცხა.

 

 

18.02.2011 ტრენინგი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში  სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებელთათვის გრძელდება ტრენინგები პროფესიული უნარების განვითარებაში. ტრენინგებს ატარებენ:  ექსპერტი მამუკა ხოშტარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შოთა ნემსაძე და შახი ბაქანიძე.

20.01.2011 ტრენინგი დევნილი სტუდენტებისათვის
20 იანვარს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დევნილი სტუდენტებისათვის  ჩატარდა ტრენინგ – სემინარი სამსახურის ძიების ტექნიკებისა და უნარ–ჩვევების გასაუმჯობესებლად არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით.
14.01.2011 პრეზენტაცია
14 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ჟურნალ "კრიტიკის" მეხუთე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი ეძღვნება ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან წლისთავს. აქ შეჯამებულია თანამედროვეობის დიდი მწერლის შემოქმედება. ნომრის გაცნობა ინტერესს აღუძრავს სტუდენტებს, უკეთ გაეცნონ უნატიფესი ლირიკისა და ორიგინალური პროზაიკოსის ნაწარმოებებს.
11.01.2011 გამოფენა
11 იანვარს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა გაგრძელდება 23 იანვრამდე.
29.12.2010 მხატვრულ–შემოქმედებითი საახალწლო ღონისძიება
29 დეკემბერს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ღებულობდნენ.

Pages