მიმდინარეობს საიტის განახლება
18.11.2023 გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის  საღამო გაიმართა.ღონისძიებას  ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

 

 

18.11.2023 "კავკასიური სახლის" სახალხო უნივერსიტეტის სტუდენტთა მე-3 რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია.

17 ნოემბერს, იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში გაიმართა "კავკასიური სახლის" სახალხო უნივერსიტეტის სტუდენტთა მე-3 რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია. სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა ზსსუ-ახალგაზრდული კლუბი „ოქროს საწმისის“ წევრები.

17.11.2023 უნივერსიტეტში წიგნის - „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ წარდგენა და პანელური დისკუსია, სოციალური სამართლის სწავლების შესახებ გაიმართა.

17 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  წიგნის - „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ წარდგენა  და პანელური დისკუსია, სოციალური სამართლის სწავლების შესახებ გაიმართა.

ნაშრომი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხარდაჭერით.

 

17.11.2023 ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე, უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ, დელეგაციის ხელმძღვანელს, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს კლაუდია არპას მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მიმართ გამოხატავენ.

თეონა ხუფენიამ სტუმრებს უნივერსიტეტის სამუშაო სპეციფიკა და საერთაშორისო პროგრამები გააცნო.

16.11.2023 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო!

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2023 წლის 15 ნოემბერს ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო.

 

 

15.11.2023 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (სენაკის ბაზა)

15 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო, გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა მიღების ცერემონიალი. ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე ჯამში 24 სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს, უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციამ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

11.11.2023 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრსა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგის შორის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი მედეგი - Mental Health Center Medegi - ს და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრს შორის.

11.11.2023 ნუგზარ სარიას საჯარო ლექცია თემაზე: ,, მედიაციის საფუძვლები“.

10 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტში მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ასოცირებული პროფესორის ნუგზარ სარიას საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაციის საფუძვლები“.

 

 

10.11.2023 ესმა კუნჭულიას სალექციო კურსი: „ქართული სამზარეულო - როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლო და მისი პრეზენტაცია/პოპულარიზაცია მსოფლიოში“.

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გასტრონომიის აკადემია დაარსდა და გთავაზობთ პირველ აქტივობას.

09.11.2023 გეგმიური სწავლება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ.

მ/წლის 8 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან უნივერსიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალისტმა ონისე გულორდავამ ჩაატარა გეგმიური სწავლება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ. ხანძარსაწინააღმდეგო სწავლებების ციკლი გაგრძელდება ჯგუფების მიხედვით.

Pages