მიმდინარეობს საიტის განახლება
19.04.2011 ტესტირება

19 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტესტირების პირველი ეტაპი ზოგად უნარებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის. ტესტირების მეორე და მესამე ეტაპი ჩატარდება 20–21 აპრილს.

19.04.2011 ევროკავშირის ქვეყნები და საქართველო

19 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მორიგი შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთან "საქართველო გზად ევროპისაკენ" პროექტის ფარგლებში. მისიის წარმომადგენელმა ლეონ ბრუინმა სტუდენტებთან ისაუბრა ნიდერლანდების, როგორც ევროკავშირის წევრი  ქვეყნის, ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე.

31.03.2011 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი სასწავლო უნივერსიტეტში

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 31 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მარტინ კულიზეკმა "საქართველო გზად ევროპისკენ" პროექტის ფარგლებში წაიკითხა ლექცია თემაზე "ევროკავშირის სტრუქტურა და ინსტიტუციები"

29.03.2011 კინოჩვენება სასწავლო უნივერსიტეტში

ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიურომ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კინოჩვენება გამართა. სტუდენტებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ავღანეთი – გზა სტაბილიზაციისაკენ".

19.03.2011 ლექციები "აბიტურის საათების" ფარგლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვითა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით, "აბიტურის საათების" ფარგლებში, მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლებში ლექციები და საინფორმაციო – საპრეზენტაციო შეხვედრები წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობის, სენაკის, ფოთის, აბაშის, ქ.

17.03.2011 საქართველო გზად ევროპისკენ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი ,,საქართველო გზად ევროპისკენ", რომლის მიზანია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნოს ინფორმაცია ისტორიის შესავლებზე, ევროკავშირის სტრუქტურისა და კანონის ჩარჩოებზე და

10.03.2011 ნატოს კუთხე სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიურომ ნატოს კუთხე გახსნა. სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები დიდი ინტერესით შეხვდნენ ნატოს კუთხის გახსნას და ვრცლად ისაუბრეს ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.

09.03.2011 შეხედრა სასწავლო უნივერსიტეტში

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორატმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებისათვის გამართა საინფორმაციო–საპრეზენტაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მენეჯერი ფლორიან დე ლაუნი, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტში ახორციელებს ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამას.

07.03.2011 მანდატურები სასწავლო უნივერსიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მანდატურები, რომლებიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმაღლებდნენ უნივერსიტეტის ბაზაზე კვალიფიკაციას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოისმინეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცი

04.03.2011 ტრენინგი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 3-დან 6 მარტის ჩათვლით ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებელთათვის გრძელდება ტრენინგები პედაგოგიური უნარების განვითარებაში. თემა: „სწავლება და შეფასება“.

Pages