უნივერსიტეტი 2018 წლის 17-18 სექტემბერს მიმდინარე საერთაშორისო პროექტის INTEGRITY -ის მეორე კონსორციუმის შეხვედრას მასპინძლობს
მიმდინარეობს საიტის განახლება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს მასპინძლობს სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის INTEGRITY -ის მეორე კონსორციუმის შეხვედრას, რომელსაც ესწრებიან პროექტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმომადგენლები როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან, ასევე თორმეტი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობების შუალედური ანგარიშების წარდგენას.