უნივერსიტეტი ახალ დუალურ პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებს

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 ოქტომბერს გაიმართა ღია კარის დღე ,,დეკორატიული მებაღეობის“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (დუალური მიდგომით გასახორციელებელი) პროფესიული პროგრამის 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში. გამართულ ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებსა და დაინტერესებულ პირებს სწავლების თავისებურებების, შესაძლებლობებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, ა(ა)ი.პ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ -ს დირექტორმა ზვიად ქარჩავამ, პროფესიული განათლების ექსპერტმა ნიკოლოზ მესხიშვილმა (ორგანიზაცია-,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციია“), ასოციაცია ,,ანიკას“ მენეჯერმა მაკა ჭაკვეტაძემ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია) და ,,საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების. მწარმოებელთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ნინო ხარხელაურმა.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური მიდგომით გასახორციელებელი პროგრამა ითვალისწინებს სწავლებას ორ ადგილზე-თეორიული კომპონენტის სწავლებას სასწავლო უნივერსიტეტის ზუგდიდის ბაზაზე, ხოლო პრაქტიკული კომპონენტის სწავლებას -ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბაზაზე. პარტნიორი ორგანიზაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად სტუდენტებს უზრუნველყოფს სტიპენდიით.

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ,,დეკორატიულ მებაღეობაზე“ სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მ/წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს. აპლიკანტები რეგისტრაციის შემდგომ შეირჩევიან კონკურსის წესით, რომლებსაც დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეარჩევს სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად.

    PA157839_0.JPG  PA157836_0.JPG

    PA157834_0.JPG  PA157828_0.JPG