უნივერსიტეტის პირველი სემესტრის სტუდენტების მიერ, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი სახელით „ნული მეტია ერთზე“

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი სემესტრის სტუდენტების მიერ, აკადემიურ პერსონალთან ერთად, 20 ნოემბერს ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი სახელით „ნული მეტია ერთზე“. ექსპერიმენტის ინიციატორებმა უნივერსიტეტის შესასვლელ ფოიეში დაალაგეს კანფეტები სიბოლურად ერთ თეთრად და უფასოდ. ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვიათ საუნივერსიტეტო საზოგადოების (სტუდენტების, აკადემიური პერსონალის) სოციალური და საბაზრო უნარები. „უფასოს“ ძალა არაერთ მკვლევარს შეუსწავლია. სტუდენტებმა უკვე შესწავლილი პრაქტიკა გაიმეორეს და ერთმანეთს შეადარეს რამდენმა სტუდენტმა, პერსონალმა რამდენი კანფეტი შეიძინა და რამდენმა აიღო უფასოდ. ძალიან საინტერესო იყო შედეგები, როდესაც კანფეტი უფასო იყო, არავის აუღია ერთზე მეტი კანფეტი, მაგრამ როდესაც კანფეტი 1 თეთრი ღირდა ყველა იღებდა 3-5 ცალ და მეტ კანფეტს. საინტერესო იყო ფაქტი როგორ შეესაბამებოდა სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგები მსოფლიო პრაქტიკას. 29 ნოემბერს კვლევის ინიციატორებმა სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებას გაუზიარეს ექსპერიმენტის შედეგები. გაიმართა დისკუსია, ისაუბრეს სასწავლო უნივერსიტეტის რეგიონში განსაკუთრებული მისიის, მესამე ფუნქციის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღირებულებების ფორმირების პროცესში ახალგაზრდებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების როლი რეგიონსა და ქვეყანაში. როგორ განისაზღვრება ღირებულებები სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებში და რამდენად უნდა იყვნენ ჩართულები სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები ამ ღირებულებების ფორმირების პროცესში.

        i_1.jpg   i (1)_2.jpg 7.jpg

         76993877_2351347194993811_5241093315079700480_n.jpg 76965659_589955608436677_4503819031479844864_n.jpg

         73375458_2353565018100312_8779863096710660096_n.jpg 77346479_2544769008963505_1019968335237873664_n.jpg