შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2020 წლის 3 ივლისიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია/CV.
4. ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა.
5. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.
6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
7. ორი ფოტოსურათი 3/4.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2020 წლის 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 14 აგვისტოს (საბუთების განხილვა), 15 აგვისტოს (გასაუბრება).