სწავლების პრაქტიკული კომპონენტი - ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა ხორციელდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ბაზაზე. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური.

კლინიკა საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტები პრაქტიკაში, განივითარონ სამართლებრივი აზროვნება, კომუნიკაციის უნარი და აიმაღლონ კვალიფიკაცია სამართლებრივი წერის კუთხით. სტუდენტებს საშუალება აქვთ შეხვდნენ პრაქტიკოს ადვოკატებს და მიიღონ საუკეთესო გამოცდილება.

კლინიკის ფარგლებში სტუდენტები მუშაობენ როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მათი ინტერესის მიხედვით.

კლინიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილე შეფასების გარდა მიიღებს კლინიკის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს და ჩაგეთვლებათ პროგრამით გათვალისწინებული კლინიკის გავლად.

კლინიკა განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის მე-8 სემესტრის სტუდენტებისთვის.

გაიგეთ მეტი: https://www.youtube.com/watch?v=5eXTSy1dvAY&t=2s

კლინიკაში შერჩევის წესი

კლინიკის შესარჩევ ეტაპში სტუდენტს მონაწილეობა შეუძლია (თარიღი) ჩათვლით მოკლე სამოტივაციო წერილის გამოგზავნით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar_khubuluri@gmail.com. სამოტივაციო წერილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. შერჩეულ სტუდენტებს დაუკავშირდება კლინიკის ხელმძღვანელი.

კლინიკის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს EWMI-PROLoG-ის პროექტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება.