კომპანია BeHero-ს მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადა, რომელიც გაიმართება 13-14 მარტს და მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ცოდნის შემოწმებასა და კონკრეტული საგნობრივი ჯგუფის კომპეტენციის დადასტურებას.

კომპანია BeHero-ს მიზანია საქართველოს ბაზარზე განათლების ხელშეწყობა და მისი ხარისხის გაუმჯობესება საუნივერსიტეტო დონეზე. ჩვენი ვქმნით ახალ, ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი თავი გამოსცადოს სხვადასხვა საგანში და შეებრძოლოს ჩვენს დრაკონს, რომელიც უცოდინრობის საკმაოდ ეფექტური საზომია.

ოლომპიადა  განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი თავი გამოსცადეს და მოხვდეს საქართველოს რჩეულ სტუდენტს შორის, ვისაც სურს მოიგოს ბრძოლა და გახდეს გმირი.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელსაც აქვს სურვილი მათემატიკაში საკუთარი კომპეტენცია დაადასტუროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის გამართული ფუნქციონირება და ამიტომ ოლიმპიადის ჩატარება სრულად არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესთან. იგი არ შეუშლის სასკოლო პროცესის მსვლელობას.



* ოლიმპიადა შედგება 1 ტურისაგან (20 კითხვისგან), რომელიც ტარდება კონკრეტულად დადგენილ თარიღებსა და საათებში;

* ოლიმპიადისთვის გამოყოფილი დრო არის ტესტის დასაწყისიდან 55 წუთი. ამ დროის განმავლობაში, რეგისტრირებული აპლიკანტები წერენ ტესტს, ოლიმპიადით განსაზღვრული წესების შესაბამისად;

* ოლიმპიადის წესების შესახებ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ: წესები და პირობები;

* ტესტის დასაწერად, სტუდენტებს სჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერული მოწყობილობა (კამერით) და ინტერნეტი. იგი სავალდებულია, რადგან საიტის მონიტორინგის გარდა, ოლიმპიადის ცოცხალი მონიტორინგი მიმდინარეობს პროგრამა Google Meet შეხვედრაზე ჩართვით;

* ტესტის დასრულების მომენტში, სტუდენტის ქულა მაშინვე აისახება ეკრანზე და იგი ასევე გადაინაცვლებს ჩვენი ოფიციალური გვერდის სტატისტიკაში;

* ტესტის დასრულებისთანავე მონაწილეს შეუძლია ნახოს ტესტი, მასში დაშვებული შეცდომები და ამობეჭდოს მონაწილის სერტიფიკატი;

* რეიტინგულად, სამი უმაღლესი ქულის მქონე სტუდენტი ხდება ოლიმპიადების გამარჯვებული.

* ყველა სტუდენტი მიიღებს ელექტრონულ სერტიფიკატს. კონკრეტული ქულიდან გამომდინარე, სტუდენტი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს;

ასევე, ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტთა აკადემიური ხელმძღვანელები (მასწავლებლები/ლექტორები), ჩვენგან მიიღებენ სამადლობელ წერილს;

ოლიმპიადაზე რეგისტრაციისათვის, სტუდენტები უნდა ეწვიონ შემდეგ ბმულს: ოლიმპიადაზე რეგისტრაცია

მათ უნდა შეიყვანონ შესაბამისი ინფორმაცია და დაასრულონ რეგისტრაცია. ამის შემდეგ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გადაიხადოს ოლიმპიადის საფასური, რომელიც შეადგენს 15 ლარს მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე.



გადახდისას, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ოლიმპიადის მონაწილის სახელი, გვარი და შეკვეთის ნომერი, რომლითაც ოლიმპიადის მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია. თანხის საბანკო ანგარიშზე ასახვის შემდგომ, მონაწილეს პირდაპირ დაუფიქსირდება ოლიმპიადაზე რეგისტრაციის წარმატებულად გავლა და მას საშუალება ექნება ოლიმპიადა წეროს მითითებულ დროსა და თარიღში.



ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://behero.ge/



 კომუნიკაციის დამყარება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე არსებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.