შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საინტერესო სიახლეებით გიბრუნდებათ ! სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
"სამართლის აქტუალური საკითხები კოვიდ პანდემიის გავრცელების პირობებში" პოსტის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან და საჭირო კითხვას გავცემთ პასუხს : კონფერენციის ჩატარების დრო და ფორმატი კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა ვის ეძლევა კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციისა და ნაშრომების წარდგენის წესი როგორია კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის სტანდარტები როგორია დამატებითი/საკონტაქტო ინფორმაცია კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 31 მაისს, დისტანციურად. კონფერენციის მონაწილეები: კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 3-8 სემესტრის (2 - 4 კურსის) სტუდენტებს. მონაწილეთა რეგისტრაცია და ნაშრომების წარმოდგენის წესი: გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, თავდაპირველად აბსტრაქტი (მაქსიმუმ 250 სიტყვა) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე : conference@zssu.edu.ge გამოგზავნისას, ელ-ფოსტის გზავნილის საგნის ველში მიუთითეთ „საკონფერენციო ნაშრომი 2021“.აბსტარქტი უნდა გამოაგზავნოთ 2021 წლის 25 აპრილის ჩათვლით, ხოლო ნაშრომის და რეზიუმეს (რეზიუმე წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 აპრილი სამეცნიერო ნაშრომის სავალდებულო ფორმატი: ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატში; შრიფტი „Sylfaen“ (ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომისათვის „Times New Roman“); ინტერვალი 1.5; ფონტის ზომა 12. ნაშრომს უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე. ლიტერატურის ჩამონათვალი უნდა იყოს ნაშრომის ბოლოს, რეზიუმეს შემდეგ. დამატებითი ინფორმაცია: კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს. საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორი სერტიფიკატთან ერთად მიიღებს ჯილდოს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ 592 06 6716 (მარიამ ჯიჭონაია) მეილი conference@zssu.edu.ge