შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - თამარ ქიტიაშვილი.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 2021 წლის 31 მარტს ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - თამარ ქიტიაშვილი. ქალბატონმა თამარმა დაათვალიერა მშენებარე სასწავლო კორპუსი, რომელიც მოემსახურება უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს (მათ შორის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს) და უზრუნველყოფს პროფესიული განათლების ფარგლებში სასწავლო პროცესის ხარისხს. კორპუსი გათვლილია 250 პროფესიულ სტუდენტზე. მშენებლობის დასრულებისთანავე დაგეგმილია კორპუსის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ინვენტარითა და სხვა ტექნოლოგიებით აღჭურვა, რისთვისაც მიზნობრივად გამოყოფილია თანხა. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - თამარ ქიტიაშვილი შეხვდა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ,,დეკორატიული მებაღეობის“ დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში“ პროფესიულ სტუდენტებს, ინსტრუქტორებს, დამსაქმებელს. ქალბატონი თამარი დააკვირდა პრაქტიკული კომპონენტების შესრულებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტები დამსაქმებლისგან იღებენ სტიპენდიას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დამსაქმებლის ინიციატივით პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ სტაჟიორის სტატუსი, დასაქმების შესაძლებლობით.

167470102_773839813256614_7772326276377833035_n.jpg167898500_851215728760924_1577383262425850382_n.jpg167946215_3852957808121966_7959503611234834108_n.jpg 167751592_448994069718652_7232742840985835473_n.jpg167598042_177268450876902_7024071860417120676_n.jpg167464918_475064390203110_4308312152002403471_n.jpg