შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლიდან თანამშრომლობს ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან“, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით გასახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,დეკორატიული მებაღეობის“ შემუშავებისა და განხორციელების ფარგლებში. დუალური მიდგომით სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ორ ადგილზე. თეორიული სწავლება ხორციელდება უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული სწავლება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. ურთიერთანამშრომლობის მიზანია საგანმანათლებლო სექტორთან ერთად შრომის ბაზრისთვის მიწოდებულ იქნეს კონკურენტუნარიანი კადრები მებაღეობაში. ბოტანიკურმა ბაღმა პრაქტიკის მიზნით უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი, რომლებიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებასთან ერთად მიიღებენ სტიპენდიას. პირველ სამუშაო დღეს სტუდენტებს მათი ფუნქცია-მოვალეობები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა - ზვიად ქარჩავამ, მათი პროგრამის ხელმძღვანელთან, მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსთან - ლარისა თირქიასთან ერთად გააცნო.