10 აპრილს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ,,ილუსტრაციების კონკურსი" გამოაცხადა. ილუსტრაციების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ოკუპაციის სიმძაფრე. ილუსტრაციებით გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.