ილუსტრაციების კონკურსი

მიმდინარეობს საიტის განახლება

                                ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი აცხადებს რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსს.

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.

თემა: რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი

გამოცხადების თარიღი: 10 აპრილი, 2021

კონკურსის დეტალები:

კონკურსის ორგანიზატორი:  საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP)

კონკურსის თემა: „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“

ილუსტრაციის ფორმა: ფერწერა, ესკიზი, გრაფიკული დიზაინი, კომიქსები, პლაკატი

ხანგრძლივობა: ერთი თვე

კონკურსი უნდა იყოს დაკავშირებული რუსეთის ოკუპაციასთან და მის გავლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, არ არის აუცილებელი, რომ წარმოდგენილი ნამუშევარი, მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნებოდეს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს 2008 წლის ომს, მიმდინარე მცოცავი ანექსიის პროცესს, 90-იანი წლების მოვლენებს ან თუნდაც საბჭოთა პერიოდს.

ნამუშევრებში ასევე შეგიძლიათ გადმოსცეთ რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა მოახდინა რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავი ანექსიის პროცესმა ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე? როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და ასევე იძულებული გახდა ახალი ცხოვრება დაეწყო დევნილთა დასახლებებში. როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.

ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული.

მოთხოვნები კონკურსში მონაწილეობისთვის :

  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ერთი ან მეტი ილუსტრაცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (ან მისი ნაწილის) თემაზე და მის შედეგებზე (პერიოდის გათვალისწინებით);
  • ფაილი უნდა აიტვირთოს JPG ფორმატში და უნდა იყოს მაღალი ხარისხის;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;
  • პლაგიატის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას მოხსნას მონაწილე კონკურსიდან;
  • ნაწარმოები არ უნდა შეიცავდეს ძალადობისა და შეურაცხყოფის ელემენტებს.

ამ კონკურსში ნამუშევრის წარდგენით, მონაწილე ადასტურებს, რომ:

კონკურსის ორგანიზატორს უფლებას აძლევს წარმოდგენილი ილუსტრაციები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ, განათავსოს ისინი ვებგვერდზე, გამოიყენოს გამოფენებში, პუბლიკაციებში ან სხვა მასალაში (ავტორი).

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები

• კონკურსის თემასთან შესაბამისობა

• შინაარსობრივი თვალსაზრისით ინფორმაციული

• თვითმყოფადი და მარტივად აღსაქმელი

• მაღალი ხარისხის

საპრიზო თანხა

პირველი ადგილი – 1500 ლარი

მეორე ადგილი – 1000 ლარი

ნამუშევრების წარდგენის ვადა: 10 აპრილიდან 10 მაისამდე

საუკეთესო ილუსტრაციები გამოქვეყნდება GISP ვებგვერდზე, Facebook გვერდზე, GISP „კვირის პალიტრის“ ბლოგსა და მედიასაშუალებებში.

აკონტაქტო ინფორმაცია

ილუსტრაციების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ ელ. ფოსტაზე info@gisp.ge

გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ (მითითებული უნდა იყოს პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია)

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: GISP- ის Facebook გვერდზე ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე info@gisp.ge.