სიახლე! საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული I და II კურსელებისთვის..

მიმდინარეობს საიტის განახლება

„ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის შესახებ - გამოწვევები და პერსპექტივები“ მხარდამჭერი კონრად ადენაუერის ფონდი (Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus) ევროპის კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან და გერმანიის საერთაშორისო განათლების სამოქალაქო ინსტიტუტთან (Civic Institute for International Education, Germany) თანამშრომლობით ახორციელებს სიმულაციურ მოლაპარაკებებს ევროკავშირის გაფართოების შესახებ.

კონრად ადენაუერის ფონდი სიმულაციურ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს საქართველოს უნივერსიტეტების პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს, რომლებიც:

არიან 18-23 წლის;

დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებით და პოლიტიკით;

სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას.

სიმულაციური მოლაპარაკებების მონაწილეებს მიენიჭებათ ევროპარლამენტარების, ევროკომისრების, გაწევრიანების მსურველი ქვეყნის დელეგატების ან მედიის წარმომადგენლების როლები და მათ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმების შესახებ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები.

დებატები გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის აპლიკაციის მეშვეობით

2021 წლის 4-7 მაისს (დღეში 4 საათის განმავლობაში).

პროექტის სამუშაო ენაა ინგლისური.

სიმულაციურ დებატებში მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება საქართველოს პარლამენტში, 2021 წლის 1 და 4 მაისს.

ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტში გამართულ მრგვალი მაგიდის დებატებში და ასევე, მოგვიანებით, 2022 წელს, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ევროკავშირის ინსტიტუტებში, ქალაქ ბრიუსელში.

დებატებში მონაწილეობის მსურველებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე

shorena.gharibashvili@kas.de არაუგვიანეს 2021 წლის 22 აპრილისა. პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:

https://www.facebook.com/.../a.33770533.../5337127252995791/