28 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე, ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში არსებულმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიება ჩატარდა ღია სივრცეში - პაპანტწყვილის ტბაზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ახალგაზრდულ მუშაკებთან ერთად შეაჯამეს პროგრამის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში შემუშავებული და განხორციელებული აქტივობები,განიხილეს განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შედეგები, ხაზი გაუსვეს მიღწევებს.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კლუბის წევრებმა ჩაატარეს აქტივობები:

. მელომანი

. მასტერშეფი

. კარაოკე ცეკვები.

. ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები.

        179351940_4060129184033693_4431578592916580654_n.jpg     179956343_4060129204033691_4672052826584345665_n.jpg