შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

სტუნდეტებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობისა და მისი ინსტრუმენტების ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაცია დროებითია და რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. თეა ახვლედიანის განცხადებითვე, შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს აკისრიათ უდიდესი როლი.

სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სრული თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.

          188109337_3958508570884402_7074647304832418236_n.jpg  190213525_815512265748780_563126638674042927_n.jpg

          187563036_1401900123500940_203253500288119163_n.jpg  187824958_530751064603992_8211797583102300381_n.jpg

          188486887_488872372448249_8089719050914985977_n.jpg  189584976_374638333975834_8562438438753282995_n.jpg

          187509301_161736369231194_7334364684881049435_n.jpg  188685330_189673659680100_2867970184017303500_n.jpg