მ/წლის 9 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ტოივო კლაარი (Toivo Klaar), სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი - ელჩი ანიკა სოდერი (Anika Soder), გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში - ჯიჰან სულთანოღლუ (Cihan Sultanoglu). აღნიშნული პირები არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.  სტუმრები შეხვდნენ სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს. სტუმრების ინტერესის სფეროს შეადგენდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები აფხაზეთში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფ. ზაალ ქორთუამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება და სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ატარებენ დევნილი სტუდენტების დასახმარებლად. შეხვედრას დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ აფხაზეთში მყოფი სტუდენტები, რომლებმაც მადლიერება გამოთქვეს იმ გატარებული ღონისძიებების გამო, რომმლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. სტუდენტებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია კონფლიქტიდან გამომდინარე მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ, გამოთქვეს სურვილები და წინადადებები. შეხვედრამ საქმიან და კეთიგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა.

     199295332_525319005324216_2112489334796265624_n.jpg  197527575_914942709354537_8550351090935858111_n.jpg

     197386285_821702851785000_5466821662265234872_n.jpg 197803489_223987449310547_5909518358026705173_n.jpg

     199203911_516606759381160_7152641442005871423_n.jpg 197782129_2015161115313897_4773448729833041702_n.jpg