შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის  21 ივნისიდან აცხადებს საფაკულტეტო კონკურსს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე  მიმართულებების მიხედვით  ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:                                                 

  1. ,,ისტორიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ისტორიის დოქტორი) (მსოფლიო ისტორია).
  2. ,,ქართული ფილოლოგიის“ საბაკალავრო,   ქართული ლიტერატურის ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ასოცირებული პროფესორი  -  2 საშტატო ერთეული

ა) ფილოლოგიის დოქტორი (ქართული ენა)- 1 საშტატო ერთეული (არაფილირებილი).

ბ) ფილოლოგიის დოქტორი (ძველი ქართული ლიტერატურა) -1 საშტატო ერთეული (აფილირებილი).

  1. ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო, ,,ბიზნესის ადმინისტრირების“  საბაკალავრო, ,,მცირე ბიზნესის მართვის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ასოცირებული პროფესორი (აფილირებული) -   4 საშტატო ერთეული (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების დოქტორი).
  2. ,,ფარმაციის საბაკალავრო“ საგანმანათლებლო პროგრამა - ასოცირებული პროფესორი   -  3 საშტატო ერთეული:
  3. ბიოლოგიის დოქტორი - 1 საშტატო ერთეული (აფილირებილი).
  4. ფარმაციის დოტორი - 2 საშტატო ერთეული (არაფილირებული).
  5.  ,,სამართლის‘’ საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამაზე:

  ასოცირებული პროფესორი-  (სამართლის დოქტორი) (არაფილირებული)  - 1  საშტატო ერთეული.

 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება/პრეზენტაცია.   

 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2021 წლის  23 ივლისიდან   2 აგვისტოს  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).     კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 6 აგვისტოს  (საბუთების განხილვა),  9 აგვისტოს  (გასაუბრება/პრეზენტაცია).