შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2021 წლის 1 ივლისიდან აცხადებს კონკურსს რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.

2.სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია.

3. სამოტივაციო წერილი.

4. ავტობიოგრაფია/CV

5. დიპლომის ასლი.

6. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

7. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

11. 2 ც ფოტოსურათი ¾.

კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). აკადემიური საბჭოს მიერ საბუთების/წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა ჩატარდება 2021 წლის 16 აგვისტოს, არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 20 აგვისტოს.