ზდისლავ კრასნოდებსკი არის სოციოლოგიის პროფესორი ბრემენის უნივერსიტეტსა და კრაკოვის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში. ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ინდუსტრიის, კვლევის და ენერგეტიკის დარგში. დაინტერესებულია სოციალური სისტემების მუშაობის მექანიზმებით, დემოკრატიის თეორიით, პოლიტიკის ფილოსოფიით და პოლიტიკის მეცნიერებით. არის მრავალი კოლაბორაციული კვლევითი პროექტის ინიციატორი საქართველოსა და პოლონეთს შორის. გამოქვეყნებული აქვს  14 მონოგრაფია და 150 სამეცნიერო ნაშრომი.  მისი ნაშრომების თემატიკა მოიცავს მაქს ვებერის პოლიტიკურ და სოციოლოგიურ თეორიას, ვებერის მიერ გამოყენებული ძალაუფლების ცნების განხილვას, იურგენ ჰაბერმასის თეორიებს დემოკრატიაზე, რომელთა მეშვეობით განიხილავს მოქალაქეთა ჩართულობის როლს დემოკრატიისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ლიბერარული დემოკრატიის იდეისთვის და მისი სამომავლო განხორციელების პერსპექტივებისთვის; კრასნოდებსკის აგრეთვე ნამუშევარი აქვს მარტინ ჰაიდეგერის სოციოოლოგიურ რეკონსტრუქციაზე და ჰაიდეგერის ფუნდამენტური ონტოლოგიის როლის რევიზიაზე თანამედროვე სოციოლოგიური თეორიებისთვის. კლასიკურ სოციოლოგიურ თეორიების პარალელურად, იგი დაკავებულია Covid-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული ზარალის სოციალური და სტრუქტურული ასპექტების კვლევაში.