მიმდინარე წლის 30 ივნისს  სასწავლო  უნივერსიტეტი მონაწილეობს  სამართლის აკადემიური ქსელის შეხვედრაში,  რომელიც იურიდიული განათლების რეგულირების გამოწვევებს ეხება..

სამართლის აკადემიური ქსელი (Legal Academic Network-LAN) 2020 წელს შეიქმნა

საქართველოს სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით  და  კერძო და საჯარო უნივერსიტეტების სამართლის სკოლებს აერთიანებს. ქსელის მიზანია სამართლის სკოლებს შორის აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ფორუმის შექმნა.

შეხვედრის ბოლოს ხელი ეწერება მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის საგანია ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ იურიდიული განათლების სფეროში არაფორმალური აკადემიური  განათლების პროგრამების განვითარებას და დანერგვას, მატერიალური აკადემიური რესურსების კონსოლიდაციას და შემდგომ განვითარებას.