მიმდინარე წლის 30 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,ლიბერალური აკადემია თბილისი“ ინიციატივით გაიმართა ვორქშოფი თემაზე ,,ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრება“. ვორქშოფს უძღვებოდნენ ,,ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე  ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე.  წარმოდგენილი იყო  კვლევის მასალები, რეგიონების მიხედვით ეთნიკურ თვითიდენტობებზე, ჯგუფებს შორის არსებულ კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებებზე, კონსერვატორულ განწყობაზე, საგარეო პოლიტიკურ პრეფერენციებზე  და დამოკიდებულებებზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ. საინტერესო დისკუსია გაიმართა ლიბერალური დემოკრატიის მნიშვნელობაზე და პრინციპებზე.

            207535308_118034163737698_4097306422825773363_n.jpg  206825874_1845693098936659_1288447618664149443_n.jpg

            210688266_1409759962732548_2920353346669240738_n.jpg  198078716_523380175742794_6765379594067270255_n.jpg

            209349045_185176510285857_4930343319022776578_n.jpg  203974730_374339074023844_579461450678110098_n.jpg