შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: საბაკალავრო პროგრამები:

ბიზნესის ადმინისტრირება

სამართალი

ფარმაცია

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

საჯარო მმართველობა (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

ქართული ფილოლოგია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

ისტორია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

ინგლისური ფილოლოგია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)

სამაგისტრო პროგრამები:

მცირე ბიზნესის მართვა

ქართული ლიტერატურის ისტორია .

ყველა პროგრამა აკრედიტებულია.

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 16 აგვისტოს და დასრულდება 2021 წლის 30 აგვისტოს 18:00 სთ-ზე.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,

2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,

3. ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი),

4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)

5. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,

7. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),

8. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პირებისათვის, მობილობის წესით მიღება გამოცხადებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული

გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით („აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები: ა) ქართული ენა და ლიტერატურა; ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური ენებიდან ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად: ბ.ა) ინგლისური ენა; ბ.ბ) გერმანული ენა; ბ.გ) ფრანგული ენა; ბ.დ) რუსული ენა. გ) მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით„) ან/და მე-8 პუნქტით („დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები: ა) ქართული ენა და ლიტერატურა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენა, ბიოლოგია; ბ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა“) დადგენილი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ისე, როგორც ეს განსაზღვრულია სწავლის სფეროების მიხედვით, ერთიანი ერონული გამოცდების მიზნებისათვის.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით (16 აგვისტოდან) შემდეგ ბმულზე (students.emis.ge)

https://www.youtube.com/watch?v=panQ1IiWqrA მობილობის ვიდეოინსტრუქცია ცნობისთვის დარეკეთ: 595 09 72 14; 591 32 42 42.

1. მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევა მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.

2. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხული სტუდენტები მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.