სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირობები: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოსხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი. ზსუ-ს სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა (თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს) აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მიმართოთ ზსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (online) და განაცხადოთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. ტელ: 591324242 ელ. მისამართი; daliberandze@zssu.edu.ge