ზსსუ 2021 წლის 7 ოქტომბრიდან იწყებს მიღებას ,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი) ‘’ პროფესიული მომზადების პროგრამაზე.

  • პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები ტურიზმის მიმართულებით.
  • პროგრამის ხანგრძლივობაა 10 კვირა, კვირეული დატვირთვა 12 საათი, სულ 120 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება.
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ თავად შექმნან და მართონ ახალი, რეგიონულ სპეციფიკაზე მორგებული ტურისტული პროდუქტები და დასაქმდნენ მეგზურის პოზიციაზე რეგიონის მასშტაბით, ასევე, ჩაერთონ საოჯახო სასტუმროების მომსახურების გაუმჯობესების საქმეში.
  • პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია https://vet.emis.ge/#/training-programs გვერდზე.

რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით/

ზსსუ  გისურვებთ წარმეტებებს !!!

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე:

ზუგდიდის ბაზა:

მანანა სამუშია (პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროპსი)-ტელ.:557440922

ნანი ჭანტურია (სასწავლო პროცესისა და საწარმოო პრაქტიკის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი)

ტელ.- 577 315751