შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პირველკურსელებთან შეხვედრა შექმნილი ეპიდსიტუაციის შესაბამისად დაგეგმა და მათ საკონფერენციო დარბაზში უმასპინძლა. უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და იმ სიახლეებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც უნივერსიტეტი ახორციელებს და რომლის უშუალო მონაწილეები სტუდენტები არიან.

“უნივერსიტეტმა ახალი ელექტრონული პლატფორმებით, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის გაუმჯობესებული სისტემით და ახალი შეთავაზებებით გაუხსნა კარი პირველკურსელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი პროექტები : რურდის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტის მისიას და სტრატეგიას რეგიონის განვითარებაში და ამ პროექტში სტუდენტების ჩართულობას და ასევე ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრი, სადაც სტუდენტები მიიღებენ უშუალო მონაწილეობას”- განაცხადა თეონა ხუფენიამ.

შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს ჰიბრიდული მეთოდით სწავლებას სთავაზობს. უნივერსიტეტს წელს საბაკალავრო პროგრამებზე 250 პირვეკლურსელი ყავს

          244640317_1420508955009346_5325190794042874005_n_0.jpg  244665245_944853926117945_8001953856427226445_n_0.jpg