„ მეცნიერება დაამარცხებს პანდემიას „ - ასე მიმართა დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის გამო სასწავლო პროცესში აქამდე დისტანციურად ერთვებოდნენ. პანდემიისა და იმის გათვალსწინებით, რომ შესაძლებელია გარკვეული აქტივობები შეიზღუდოს, უნივერსიტეტი სტუდენტებს სრულყოფილი, ხარისხიანი პირობების შეთავაზებით მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.

„სტუდენტი უნდა გახდეს უნივერსიტეტის მთავარი ბირთვი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ის აქტივობა, რაც უნივერსიტეტში მიმდინარეობს, სტუდენტის გარშემო უნდა აიგოს. ჩვენი სტუდენტები სარგებლობენ ყველა იმ სერვისით, რაც მათ განათლების მიმართულებით ჭირდებათ. ისინი სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით კვლავ შეძლებენ ჰიბრიდული სწავლების შენარჩუნებას და შედეგზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლების მიღებას“- განაცხადა რექტორმა თეონა ხუფენიამ.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ სწავლასთან ერთად მოახდინონ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულყოფილად რეალიზება.

             244747443_562264508222465_39896579509830072_n_0.jpg  245016577_1224065291430154_5643755787289629087_n_0.jpg

             244969024_3140224886297617_8310495167001690365_n_0.jpg  244208222_253596436698696_174273969541135030_n_0.jpg