შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველკურსელი სტუდენტებისთვის სწავლის პროცესი დაიწყო.

შეხვედრა უნივერსიტეტტის ღია სივრცეში გაიმართა, სადაც სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ მიულოცა. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სასწავლო უნივერსიტეტის მისიაზე, შინაგანაწესზე, ეთიკის კოდექსზე, სტუდენტთა უფლება-მოვალეობებზე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესებსა და სხვა აუცილებელ საკითხებზე.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის პროცესი ჰიბრიდული მეთოდით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიული სწავლების ნაწილში სტუდენტები გააგრძელებენ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტებისა და სწავლის შედეგების შესასრულებლად გამოცხადდებიან სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ან/და პრაქტიკის ობიექტზე. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ჯანდაცვის რეკომენდაციით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ზუგდიდის ბაზაზე 18 პროფესიულ პროგრამას ახორციელებს, სენაკის ბაზაზე კი - 14-ს

             254882309_994321258098864_2036086060973983592_n_0.jpg  254693373_469048117828062_4392506880043144148_n.jpg

             255487568_427458228973912_5923347332672856986_n_0.jpg  254744865_566410307996970_6211598661468604769_n_0.jpg

             254426675_579065519820855_81909802704790961_n_0.jpg  255060682_1337569939994600_8981880945131526392_n_0.jpg