შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 4 დეკემბრიდან სენაკის ბაზაზე აცხადებს მიღებას მცენარეთა დაცვის კუთხით პროფესიული გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამებზე:

  1. ,,დეკორატიული მცენარეების დაცვა“

 პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს საბაზო განათლება, სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ ერთწლიანი) მებაღეობაში ან დეკორატიული ბაღის მოწყობაში და აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები დეკორატიულ მცენარეთა დაცვაში, დასაქმდეს ან იყოს წარმატებული თვითდასაქმებული აღნიშნული მიმართულებით. ის განივითარებს უნარებს მავნე ორგანიზმების, დაავადებების, სარეველების იდენტიფიცირებაში და შეეძლება დასახოს მათთან ბრძოლის სწორი მეთოდები. სწავლება განხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით.

  1. ,,მცენართა დაცვა ბოსტანსა და ბაღჩაში“

,,მცენარეების დაცვა ბოსტანსა და ბაღჩაში" პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს საბაზო განათლება, სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ ერთწლიანი) ბოსტნის და ბაღჩის მოწყობაში და აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები მათ დაცვაში, დასაქმდეს ან იყოს წარმატებული თვითდასაქმებული აღნიშნული მიმართულებით. ის განივითარებს პრაქტიკულ უნარებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მავნებელი-დაავადებების ამოცნობაში, შეძლებს მათ აღრიცხვას, სწორად დაგეგმავს და მართავს ბოსტანში სტრესულ ფაქტორებს და ასევე შეძლებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების დასაცავად მცენარეთა დაცვის მანქანა-იარაღების შერჩევას და უსაფრთხოების წესების დაცვით მათ გამოყენებას. სწავლება განხორციელდება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე არსებულ პროგრამის გასახორციელებლად აუცილებელ შესაბამის გარემოში, რომელიც წარმოადგენს ღია და დახურულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სივრცეებს (სათბურები დახურულ სივრცეში, ღია სივრცეში მოწყობილი ბოსტანი და ბაღჩა) პროგრამას გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური დარგის სპეციალისტები

პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

ზემოაღნიშნულ პროგრამებზე  განისაზღვრა:

ა)  რეგისტრაციის ვადები  2021 წლის 4 დეკემბრიდან  12 დეკემბრის ჩათვლით.

ბ) მსმენელთა შერჩევისა და აპლიკანტების შედეგების გაცნობის, ასევე    მსმენელთა შერჩევის შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის, დოკუმენტაციის წარმოდგენის   ვადები  2021 წლის 13 დეკემბრიდან 19 დეკემბრის  ჩათვლით.

გ) რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება და მსმენელთა ჩარიცხვის ვადები 2021 წლის 20 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით.

დ) სასწავლო პროცესის განხორციელების  ვადები  2021 წლის 22 დეკემბრიდან   2022 წლის 28 თებერვლის  ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში:

  1.  ეწვიეთ ბმულს:  https://vet.emis.ge/#/training-programs
  2. დარეკეთ ნომრებზე:  მანანა ჭანტურია- 595 09 71 98

                                           მანანა სამუშია-557 44 09 22

                                            თეა გოგინავა- 595 09 72 01

   ზსსუ გისურვებთ წარმატებებს!!!