უნივერსიტეტი 2022 წლის 25 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის  25 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად                                                                                                                      

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:                                                 

1. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ასოცირებული პროფესორი  (ფარმაციის დოქტორი)) - 1 საშტატო ერთეული;

ბ) ასოცირებული პროფესორი  (ფარმაციის დოქტორი) აფილირებული)) - 1 საშტატო ერთეული.

2.  სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

   ა) ასოცირებული პროფესორი  (სამართლის  დოქტორი. სისხლის  სამართლის მიმართულება) - 1 საშტატო ერთეული;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.   

 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა).

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2022 წლის   28 მარტიდან 2022 წლის  6 აპრილის  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 11 აპრილს (საბუთების განხილვა), 2022 წლის 13 აპრილს (გასაუბრება).