ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის ვიზიტი სენაკში"

მიმდინარეობს საიტის განახლება

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში, რეგიონული ტურის ფარგლებში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორი დევიდ ლი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას, მერის პირველი მოადგილეს, გრიგოლ ბაღათურიას და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, თეონა ხუფენიას შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზე რეგიონალური საგანმამათლებლო პროგრამების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. ასევე, დაათვალიერეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალის სასწავლო სივრცე. ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს საქართველოში მოქმედ მსხვილ და საშუალო ზომის საბანკო-საფინანსო, აუდიტორულ, იურიდიულ, ტურიზმის და სხვა სექტორების ასზე მეტ ევროპულ კომპანიას. ასოციაცია, წევრ კომპანიებთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების განვითარების პროექტებში და მხარს უჭერს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებას. ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლობის ვიზიტი სენაკში, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეში, საფუძველს ჩაუყრის ახალ სამმხრივ თანამშრომლობას და გააძლიერებს ინოვაციური პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას.

           277527426_2515195485278716_8651426619895996968_n_0.jpg 277461224_2515195845278680_5632441282645643347_n_0.jpg

           277506276_2515195561945375_3221647909910437955_n.jpg 277521357_2515196205278644_8457895120152024106_n_0.jpg\

           277467894_2515195778612020_3507696188806602134_n_0.jpg 277663590_2515195881945343_2521477668057006501_n_0.jpg