მიმდინარე წლის 2-4 მაისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოქმედი ევროკავშირის erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) საკოორდინაციო შეხვედრაში იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 3 მაისს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფუძნებული, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა სამინისტროს ინიცირებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემუშავებული „უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი“. რექტორთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეონა ხუფენიამ წარმოადგინა ხედვები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით