ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსები!..

მიმდინარეობს საიტის განახლება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წამყვანი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და/ან სამეცნიერო-კვლევით ცენტრების ბაზაზე, ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების/პლატფორმების ფუნქციონირების გაგრძელებისა თუ დაფუძნების მხარდაჭერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ამოქმედდა ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან: კვლევები, სწავლება და სტიპენდიები. პროგრამა ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. 

ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოცხადებულია უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელთათვის განკუთვნილი კონკურსი, ასევე მოკლევადიანი საგრანტო და სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსები. აღნიშნულ სასტიპენდიო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევრებს.

კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 თებერვლამდე.

იხილეთ ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების ბმული: shorturl.at/qY235