ცხადდება ვაკანსია საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე !..

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  აცხადებს, ვაკანსიებს პროფესიული განათლების განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ სკოლებში:

  1. სსიპ ქალაქ აბაშის № 1 საჯარო სკოლა - 1 საშტატო ერთეული
  2. სსიპ ქალაქ მარტვილის № 1 საჯარო სკოლა - 1 საშტატო ერთეული
  3. სსიპ რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლა - 1 საშტატო ერთეული
  4.  ქალაქ წალენჯიხის №1  საჯარო სკოლა- 1 საშტატო ერთეული

განაცხადი მიიღება 2023 წლის 7 მარტიდან 2023 წლის 20  მარტის ჩათვლით, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge), ასევე ელექტრონულ მისამართზე (hr@zssu.edu.ge)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო აღწერილობები იხილეთ დანართი 1-ში

კონკურსის  ეტაპები:

განაცხადების მიღება (07.03.2023წ.- 20.03.2023წ.)

Cv/რეზიუმეების გადარჩევა

პირველადი გასაუბრება - გამოცდილებისა და განათლების შეფასება, პირობების გაცნობა, საკვანძო კომპეტენციების შეფასება

მეორადი გასაუბრება სააგენტოს მონაწილეობით - ხედვის წარმოდგენა, როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი და საქმე აღნიშნულ პოზიციაზე (წინასწარ გაგზავნილი მასალის საფუძველზე)

შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ფორმდება 3 თვის ვადით, სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს" "სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში