უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე კონკურსს , ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

        საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

               1. ქართული ფილოლოგიის მიმართულება:

                ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული;

               2.განათლების მიმართულება:                                                       

                ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული;

               3. ბიზნესის მიმართულება :

                                                                     ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული. 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:   

 1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

 2. გასაუბრება.    

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 4 (ოთხი) წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება.

  აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

                 კონკურსანტმა  უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ ( სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ).

კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, 2023  წლის 5 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).კონკურსი ჩატარდება 2023  წლის 14 ივნისს (საბუთების განხილვა),  15 ივნისს (გასაუბრება).