დეზინფორმაცია, მისინფორმაცია და კრიტიკული აზროვნება - ციფრული მოწყვლადობის პრევენცია 25 მაისი, 11:30-13:00 საათი

მიმდინარეობს საიტის განახლება

არ ხართ დარწმუნებული რას ან ვის უნდა ენდოთ ონლაინ სივრცეში? გაინტერესებთ, როგორ ამოიცნობთ ყალბ და კონტექსტიდან ამოვარდნილ ინფორმაციას, რომლებსაც ფაქტებად ასაღებენ? როგორ უნდა მიხვდეთ, როცა შეგნებულად გატყუებენ ან შეცდომაში შეყავხართ? რა უნდა მოიმოქმედოთ, როცა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი და ექსტრემიზმისკენ მოწოდების განცხადებები გხვდებათ?

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვენლოვანია მოვლენების კრიტიკულად გადააზრება და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება, რისთვისაც ციფრულ სამყაროში უკვე ბევრი გზა და შესაძლებლობები არსებობს. მეტიც, ეს გამოწვევები ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, ტექნოლოგიურ კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობითაც შესაძლოა აღმოიფხვრას.

ვებინარზე ესტონელი ექსპერტები, ჰერმან კელომეესი და ჰოლგერ რუნემა, ქართველ სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს ონლაინ დეზინფორმაციის გამოწვევებთან გამკლავების გონივრულ და წინდახედულ მიდგომებს გაგაცნობენ. ვებინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მისინფორმაციის პრინციპების გაგება და მართვა
  • როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება და გამოვიყენოთ, როგორც უპირატესობა
  • სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის დამყარება

მომხსენებლების შესახებ:

· ჰერმან კელომეესი არის Eesti Ekspress-ის ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკის საკითხებს აშუქებს. იქამდე, ის ფაქტების გადამოწმებას ახდენდა ესტონეთის ორი წამყვანი ახალი ამბების ვებგვერდების - Delfi-სა და Postimees-სთვის.

· ჰოლგერ რუნემა Delfi Meedia-ს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელია. ის ასევე ზედამხედველობას უწევს ფაქტების გადამოწმებისა და მისინფორმაციის საკითხებს.

ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, Zoom პლატფორმის მეშვეობით.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ არაუგვიანეს 20 მაისისა, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3VqUcRn 

რეგისტრაციის გავლის შემდგომ მიიღებთ ღონისძიების ბმულს. 

ვებინარი ორგანიზებულია ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGa) მიერ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, პროექტის (DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა) ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია Luminate. დამატებითი ინფორმააციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://ega.ee/project/drive/