2023 წლის 8 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით XIV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა გოგიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისა და კვლევის ინტეგრაციისათვის და სტუდენტების კვლევითი პოტენციალის წარმოჩენისათვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის, ქართული ფილოლოგიის, ფარმაციის, საჯარო მმართველობის, მცირე ბიზნესის მართვის საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები. კონფერენციაზე ფუნქციონირებდა ორი სექცია. კონფერენცია ჩატარდა დამსწრე საზოგადოების - პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მხრიდან აქტიური დისკუსიის, კამათისა და აზრთა ურთიერთგაზიარების რეჟიმში. კონფერენციის მუშაობა პროფესორ-მასწავლებელთა მიერ დადებითად შეფასდა.