უნივერსიტეტში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით მეორე სამუშაო პაკეტის აქტივობების განხორციელება აქტიურად დაიწყო.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო პროექტის VETPRO („ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“/“Development of Veterinary Faculties at Georgian HEIs to Create a New Pool of Young Veterinary Professionals in Georgia”) მეორე სამუშაო პაკეტის აქტივობების განხორციელება აქტიურად დაიწყო. დაგეგმილი აქტივობები მოიცავს კვლევის ჩატარებას საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა მიმართულებით: 1)ვეტერინარიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საჭიროებების კვლევა 2)ფერმერების გამოკითხვა 3)ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკების კვლევა.

პროექტში ჩართულმა პირებმა ვეტერინარიის აკრედიტებული ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის ნაწილთან კონსულტაციები გამართეს საჭიროებების კვლევაში ჩართვის დეტალებზე.

იწყება ფერმერთა გამოკითხვა რეგიონის მასშტაბით და დაგეგმილია ვიზიტი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი VETPRO საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად. მის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: (1) ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; (2) ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; (3) სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს

http://vetpro.eu.edu.ge/

        346470259_1162763441086861_6957117682495974417_n.jpg 346657680_921938315543577_1205681016984177210_n.jpg