17 მაისს, პოლონელი სოციოლოგი, ბრემენის უნივერსიტეტისა და ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშჩინსკის უნივერსიტეტის პროფესორი, კრაკოვის აკადემია "Ignatianum"- ის პროფესორი, ევრო-პარლამენტში ,,ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის" კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ზდისლავ კრასნოდებსკი შეხვდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო  ინტერნაციონალიზაციის, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში უნივერსიტეტის ჩართულობის, ახალი ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მზარდ შესაძლებლობებს. აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას გამოიკვეთა საკითხები პოლონეთის უნივერსიტეტებთან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამომავლო კონტაქტების  შესახებ, რომლის ხელშეწყობის შესახებაც ბატონმა ზდისლავ კრასნოდებსკიმ ისაუბრა. სტუმარმა კმაყოფილება გამოხატა ზუგდიდის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ და გამოთქვა  სამომავლოდ ჩამოსვლის სურვილი.

 

       346105713_1062913568021174_4082259105166135873_n.jpg 345855495_716708136925441_2335944206621304874_n.jpg

       345125262_2533994090084833_8309981256977643801_n.jpg 346047005_1031687997804501_232286750207593576_n.jpg